ბუნება
ფლორა (გვიანდ. ლათ. flora < ლათ. flora – ყვავილებისა და გაზაფხულის ქალღმერთი) — გარკვეული ტერიტორიის — ქვეყნის, ოროგრაფიული ერთეულის, კუნძულის, კონტინენტისა და სხვათა ისტორიულად ჩამოყალიბებული მცენარეთა სახეობების ერთობლიობა.
სახელწოდება ფლორას ძირითადად თესლოვანი და გვიმრანაირი მცენარეებისათვის იყენებენ. უმდაბლესი მცენარეებისა და უმაღლეს მცენარეთა ზოგიერთი ჯგუფის (ხავსები) ფლორა შესატყვისი სახელწოდებით აღინიშნება. მაგალითად: სპოროვან მცენარეთა ფლორა, წყალმცენარეთა ფლორა ან ალგოფლორა, ხავსების ფლორა, ან ბრიოფლორა და სხვ. ამა თუ იმ მხარის ფლორის შესწავლის ძირითადი არსია სახეობრივი და გვარობრივი შემადგენლობის გამოვლინება. ზოგჯერ ფლორაში გაერთიანებულია ბაქტერიული ორგანიზმები.[1][2]
ფლორა როგორც მცენარეთა ერთობლიობის ტერმინი პირველად იხმარამიხალ ბოიმმა (1614-1659) ნაშრომში „Flora Sinensis“, რომელიც გამოიცა ქალაქ ვენაში 1656 წელს.[3] მეორედ ასეთი მნიშვნელობით ტერმინი გამოიყენა შვედმა ბუნებისმეტყველმა კარლ ლინემ ნაშრომში „ლაპლანდიის ფლორა“. მსოფლიო ფლორის კომპენდიუმი შეადგინა დევიდ ფროდინმა.[4]
საქართველოს მცენარეთა სამყარო მდიდარი და მრავალფეროვანია. საკმაოდ ხანგრძლივი და საინტერესოა საქართველოს ფლორის განვითარების ისტორია. ძალიან ღარიბია მონაცემები პალეოგენშისაქართველოს ადგილას არსებული იაფეტიდის და ტეთისის სხვა კუნძულების მცენარეულობის შესახებ. მესამეულ პერიოდში საქართველოს ფლორა ტროპიკული მცენარეულობის სახის და ძირითადად მარადმწვანე იყო. კლიმატის აცივებასთან ერთად, ტროპიკული მცენარეულობა ჯერ სუბტროპიკულით, ხოლო შემდგომ ზომიერი კლიმატური სარტყლისათვის დამახასიათებელი ფლორით იცვლებოდა. საქართველოს ტერიტორიაზე მეოთხეულ გამყინვარებას ცივი ქვეყნების ფლორის ცალკეულ წარმომადგენელთა შემოჭრა მოჰყვა.რელიეფისა და მცენარეული საფრის ცვლილება ბოლო ათეული მილიონი წლის განმავლობაში ძალიან რთულად მიმდინარეობდა. საქართველოში გვხვდება 4200-დან 4500-მდე უმაღლესი მცენარეთა სახეობა, რომელთაგან 380 საქართველოს ენდემია (9%). აქედან 600 (14,2%) სახეობა კავკასიის ენდემებს განეკუთვნება.[5] ენდემები პირობითად შეიძლება დაიყოს ორ ჯგუფად:
საქართველოს წითელ წიგნში შეტანილია მცენარეთა 150-ზე მეტი სახეობა.[5] საქართველოს ბუნებრივი ფლორის ინვენტარიზაცია ასახულია კაპიტალურ 8-ტომიან გამოცემაში „საქართველოს ფლორა“ (1941-1952). საქართველოში შესწავლილია რაჭა-ლეჩხუმის, სვანეთის, არაგვის ხეობის, მესხეთის, თრიალეთის, კახეთის, აჭარის, აფხაზეთის ფლორა, მათი სისტემატიკური სტრუქტურა, ბოტანიკურ-გეოგრაფიული თავისებურებანი; ჩატარდა ფლორის ანალიზი.
ა (ლათ. natura, ბერძ. φύσις) — მატერიალური სამყარო, მსოფლიო, მთელი მატერია და ენერგია მის საწყის ფორმაში, მეცნიერული შესწავლის ძირითადი საგანი. ტერმინი ხშირად გამოიყენება ადამიანის არსებობის ბუნებრივი გარემოსმნიშვნელობით (ყველაფერი რაც ჩვენს ირგვლივ გვაკრავს, ადამიანის ხელით შექმნილის გარდა).
იმიური ელემენტებისა და შენაერთთა სტრუქტურა, მახასიათებლები, შემადგენლობა და რეაქციები ნატურალური მეცნიერება ქიმიის შესწავლის საგანია.
მატერია და ძალა [რედაქტირება]
მატერიისა და ძალის ინტერაქცია და ქცევა არის ნატურალური მეცნიერება ფიზიკისშესწავლის საგანი.
დედამიწა [რედაქტირება]
ყველაფერი რაც დაკავშირებულია პლანეტა დედამიწასთან გეოლოგიის შესწავლის საგანია.მოვლენები და ფენომენი დედამიწისა და მისი ატმოსფეროს გარეთ ასტრონომიისნატურალური მეცნიერების შესწავლის საგანია.
სიცოცხლე [რედაქტირება]
სიცოცხლე, ორგანიზმთა მახასიათებლები და მათი ქცევა, თუ როგორ ჩნდება ესათუის ჯიში ან არსება, ურთიერთობა მათ შორის და გარემო რომელშიც ისინი არსებობენ არის ბიოლოგიის ნატურალური მეცნიერების შესწავლის საგანი. ბიოლოგიის განშტოება, რომელიც ორგანიზმთა ურთიერთქმედებას სწავლობს მათ გარემოზე ეკოლოგია ჰქვია.
ფილოსოფიაში შეხედულებას, რომლის მიხედვით ატომთა, ცხოველთა, გრავიტაციის,ვარსკვლავთა, ქართა, მიკრობთა და ა.შ. მატერიალური სამყარო ფაქტიურად არსებობს ჩვენი დაკვირვებისგან დამოუკიდებლად რეალიზმი ეწოდება; საწინააღმდეგო შეხედულებას კი - იდეალიზმი.
ბუნებრივი და ხელოვნური [რედაქტირება]
იმიური ელემენტებისა და შენაერთთა სტრუქტურა, მახასიათებლები, შემადგენლობა და რეაქციები ნატურალური მეცნიერება ქიმიის შესწავლის საგანია.
მატერია და ძალა [რედაქტირება]
მატერიისა და ძალის ინტერაქცია და ქცევა არის ნატურალური მეცნიერება ფიზიკისშესწავლის საგანი.
დედამიწა [რედაქტირება]
ყველაფერი რაც დაკავშირებულია პლანეტა დედამიწასთან გეოლოგიის შესწავლის საგანია.
ხშირად ანსხვავებენ ერთმანეთისგან "ბუნებრივსა" და "ხელოვნურს", თუმცა რამდენად მართებული მათი განცალკევება ხშირი დებატების საგანია. ერთ-ერთი შეხედულებით ყველაფერს გონებრივს ანცალკევებენ ნატურალური სამყაროსგან; მეორე მოსაზრებით ბუნებრივს უნდა გამოეყოს არა მარტო გონებრივი, არამედ ასევე ჰუმანური (ადამიანური) და მათი ზემოქმედება. ორივე შემთხვევაში საზღვარი ნატურალურსა და ხელოვნურს შორის რთული გასავლელია (იხ. გონება-სხეულის პრობლემა.) ზოგიერთი ადამიანი მიიჩნევს, რომ პრობლემისგან თავის არიდება შეიძლება იმის დაშვებით, რომ ყველაფერი ბუნებრივია, თუმცა ეს "ხელოვნურის" კონცეფციის განსაზღვრებას არ აადვილებს. ნებისმიერ შემთხვევაში, გაურკვევლობა ნატურალურსა და ხელოვნურ ნამოქმედარს შორის არსებული ზღვარზე ოდითგანვე ხელოვნების, ლიტერატურისა და ფილოსოფიის აღმაფრენის წყარო ყოფილა.
მწერალს სტივენ ფრაის კომენტარით, თუ ირგვლივ მიმოვიხედავთ, ნებისმიერი სიუშნოვე ჩვენს ირგვლივ ადამიანის ხელით არის შექმნილი; ეს არგუმენტი ხელს უწყობს საყოველთაოდ გავრცელებულ აზრს იმაზე, რომ ბუნება განუსაზღვრელად ლამაზია. ის ფაქტი, რომ ბუნების სილამაზე ადამიანის ხელოვნების აღმაფრენის უდიდესი წყარო იყო ოდითგანვე კიდევ უფრო აძლიერებს ბუნებასა და სილამაზეს შორის ასოციაციას. ამ აზრს იზიარებს მრავალი მეცნიერიც; ფრანგ მათემატიკოს,ჟულს ანრი პოანკარეს (1854-1912) უთქვამს:
ადამიანი შეგნებულად ქმნის ხელოვნურ რელიეფს — ყორღანებს, ტერიკონებს,ქვაბულებს, მიწათხრილებს და სხვა. ადამიანის სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებით წარმოიქმნება ხრამები, მეწყრები, ქვიშის ბორცვები და ა.შ. რაც უარყოფით მოვლენებად ითვლება.

ბუნებრივი გარემო — დედამიწის გარემოს შემადგენელი ნაწილი, რომელიც მოიცავს ბუნებრივად და ხელოვნურად წარმოქმნილ ელემენტებს და ქმნის ბუნებრივ ლანდშაფტებს. ფართო გაგებით ბუნებრივი გარემოს ნაწილია მთლიანად კაცობრიობა და მასთან დაკავშირებული ბუნებრივი რესურსები, ჰაერი, წყალი, მიწა, ფლორა,ფაუნა. თითოეული ეს ბუნებრივი ელემენტები ერთმანეთთან ურთიერთდამოკიდებულებაში იმყოფებიან.
ადამიანი თავისი სამეურნეო საქმიანობით (ტყის გაშენებით ან გაჩეხვით, ჭაობების ამოშრობით, უდაბნოების მორწყვით და ა. შ.) სახეს უცვლის (გარკვეული ტერიტორიის ფარგლებში) ჰავას, რომელზედაც განსაკუთრებით უარყოფითად მოქმედებს ატმოსფეროს დაჭუჭყიანება. ადამიანი აშენებს სარწყავ სისტემებს, სანაოსნო და ჰიდროენერგეტიკული დანიშნულების არხებს, წყალსაცავებს და სხვა, რითაც მნიშვნელოვანი ცვლილებები შეაქვს წყლის ბრუნვაში.
ცხოველები
ლომი (Panthera leo) — მტაცებელი ძუძუმწოვარი კატისებრთა ოჯახის, პანტერათა გვარისწარმომადგენელი . მისი სხეულის სიგრძე (ხვადისა) 180-240 სმ, მასა 180-227 კგ აღქევს. ძუ ტანად ხვადზე უფრო პატარაა. ლომს აქვს ძლიერი მოქნილი სხეული, მასიური თავი, გრძელი დინგი, შავი ფუნჯით დაბოლოებული გრძელი კუდი. მოზრდილ ხვადს ფაფარიც აქვს, დანარჩენი ბალანი მოკლეა და მოყვითალო. ბოკვერი ხალებიანია. ცნობილია ლომის 2 ქვესახეობა - აფრიკული და აზიური.
ვეფხვი კატისებრთა ოჯახის ყველაზე დიდი წარმომადგენელია, სხეულის სიგრძე
1,4-2,8მ, კუდის — 0,6-1,1მ, წონა 100-300კგ. წაგრძელებული სხეული მოხატული
აქვს განივი ზოლებით. გავრცელებულია ჩრდილოეთ კორეაში, ჩინეთში, ინდოეთში,
ინდოჩინეთში, მალაის არქიპელაგზე, ჩრდილოეთ ირანში, უსურიისა და ამურის
მხარეებში, თალიშში, ამუდარიის ხეობაში, იშვიათად თურქმენეთში,
საქართველოში ვეფხვი არ ბინადრობს, მაგრამ ერთხელ, XVIII საუკუნის დამლევს
სოფ. ახმეტის მახლობლად მოკლეს, მეორედ 1922 წელს თბილისის მახლობლად, სოფ.
ლელობთან. ვეფხვი ნადირობს მსხვილ ძუძუმწოვრებზე, იშვიათად ფრინველებზე,
ქვეწარმავლებზე და სხვა. თავს ესხმის ადამიანსაც. ვეფხვი 2-3 წელიწადში
ერთხელ შობს თვალაუხილავ, უსუსურ 2-4 ბოკვერს (მაკეობა 105 დღემდეა).2 წლის
ასაკიდან უკვე საკმაო ძალა აქვს დამოუკიდებლად სანადიროდ, სქესობრივ
სიმწიფეს აღქევს 4-5 წლისა, ცოცხლობს საშუალოდ 8-10 წელს. აქვს 6-7 მ
სიგრძის ნახტომი. ქართულ ზეპირსიტყვიერებაში და ძვ. მწერლობაში სიტყვა
„ვეფხვი“ აღნიშნავდა ჯიქს (ლეოპარდს ანუ პანთერას — Panthera pardus), დღევანდელი გაგებით კი მხოლოდ XX საუკუნეში დამკვიდრდა.
ცხენი (Equus caballus ან Equus ferus caballus) — ოთხფეხა ჩლიქოსანი ძუძუმწოვარი ცხოველი.
ცხენები დიდი ხნის განმავლობაში ეკონომიკურად ყველაზე მნიშვნელოვანი
მოშინაურებული ცხოველები იყვნენ და განსაკუთრებულ როლს ასრულებდნენ
ადამიანთა და ტვირთის ტრანსპორტირებაში ათასობით წლის განმავლობაში. ცხენი
შინაური ცხოველია ის წარმოიშვა გარეული ცხენისაგან.
საკვების მოპოვებისა და მტრისაგან თავდაცვის პირობების გავლენით ცხენს
გამოუმუშავდა სწრაფი სირბილის უნარი. ცხენს აქვს გრძელი, წვრილი და ღონიერი
ფეხები, რომლებიც მარტო ერთი კარგად განვითარებული თითით ბოლოვდება. თითი
დაფარულია დიდი და მაგარი ჩლიქით. იმის გამო, რომ ცხენს ფეხზე მარტო ერთი
თითი აქვს. შემცირებულია ფეხის ხახუნი ნიადაგზე. ეს კი უადვილებს ცხენს
სწრაფ სირბილს. ცხენის შორეულ წინაპრებს თითების მეტი რაოდენობა ჰქონდათ,
მაგრამ შემდეგ, გაშლილ მშრალ ველებზე არსებობასთან შეგუების პროცესში
თითების რაოდენობა თანდათან შეუმცირდათ. ახლაც ცხენს ფეხის ჩონჩხში
შერჩენილი აქვს ორი ძალიან დაპატარავებული ძვალი, რომლებსაც გრიფელის
ძვლები ეწოდება. მტრებისაგან თავდასაცავად მარტო სწრაფი სირბილის უნარი
საკმარისი არ იქნებოდა, ცხენს რომ არ ჰქონოდა აგრეთვე მტრის მოახლოების
შეტყობის უნარი
შინაური ძაღლი (ლათ. Canis lupus familiaris)[1][2] – რუხი მგლის ქვესახეობა, ძაღლისებრთა ოჯახის წევრი მტაცებელთა რიგის მოშინაურებული ძუძუმწოვარი ცხოველი. კატებთან ერთად წარმოადგენს კაცობრიობის ერთ–ერთ ყველაზე პოპულარული „თანამგზავრ“ ცხოველს.
ითვლება, რომ ძაღლი არის ყველაზე ადრეულად მოშინაურებული ცხოველი. ამჟამინდელი სახით იგი მოთვინიერებულია 15 000 წლის წინ. [3]
თუმცა, ნაპოვნია ნამარხი ნარჩენები ციმბირსა და ბელგიაში, რომლებიც
დათარიღებულია ძველი წელთაღიცხვით 31 000 წლით. ვერცერთი მათგანი ვერ
გადაურჩა უკანასკნელ გამყინვარების მაქსიმუმს. mDNA გვთავაზობს ძაღლების
გამოყოფის ზღვრად მგლებისგან 100 000 წელს, თუმცაღა შინაური ძაღლის
არსებობა 33 000 წლის წინ არ არის მორფოლოგიურად დადასტურებული.[4][5]
ლაიკა (რუს. Лайка) — პირველი ძაღლი, რომელიც გაშვებულ იქნა კოსმოსში დედამიწის ირგვლივ ორბიტაზე 1957 წლის 3 ნოემბერს. ამავე დროს, ლაიკა პირველი ცხოველია, რომელიც ორბიტაზე დაიღუპა. იმ დროისათვის ძაღლი დაახლოებით 2 წლის იყო და 6 კილოგრამს იწონიდა.
ლაიკას დაბრუნება დედამიწაზე არ იგეგმებოდა. იგი დაიღუპა ფრენის დროს ხომალდის გაშვებიდან 5-7 საათში სტრესისა და გადახურებისგან, თუმცა მანამდე გამოითქვა ვარაუდები, რომ იგი დაახლოებით ერთ კვირას გაძლებდა.[1][2].

.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)

.jpg)



.jpg)
No comments:
Post a Comment